ფორუმი, რომლის მასპინძლობას მსოფლიოს ქვეყნები ერთმანეთს ეცილებიან, თბილისში იმართება, თუმცა, „გარჩევების“ ფონზე

26 წელია, საქართველო, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნები, ყველაფერს აკეთებენ და ცდილობენ,  მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა მათ ქვეყანაში ჩატარდეს. ფორუმის ფარგლებში, მასპინძელ ქვეყანაში 4 კონტინენტიდან 25 ქვეყნის დელეგაცია იკრიბება. ასამბლეის არსებობდან 26-ე წელს კი, როგორც იქნა, მასპინძლობა საქართველომ მოიპოვა, თუმცა, აქაც შევრცხვით – ფორუმი ხმაურის, დაპირისპირების და „გარჩევების“ პარალელურად ისე მიმდინარეობს, რომ მთავარი თემა გადაიფარა.   

ევროპული რელიგიის, მართლმადიდებელი ქრისტიანობის მსოფლიოში პოპულარიზაციის მიზნით, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა თბილისში 19-22 ივნისს იმართება.  სხდომა იმართება. თბილისი 26-ე შეხვედრის მასპინძელი ქვეყანაა.

ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორია  საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა და ასამბლეის ერთ-ერთი დამფუძნებელი  ზაქარია ქუცნაშვილი. რა მიზანი აქვს ფორუმს და რა გზავნილებისთვის გამოიყენებს მას საქართველო, ქუცნაშვილმა „მედიაცენტრ მტავართან“ შემდეგნაირად განმარტა: „საპარლამენტო ანსამბლეის მიზანია, ბერლინის კედლისა და საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, იმ ვაკუუმის შევსება, რა ვაკუუმიც წარმოიშვა აღმოსავლეთ-დასავლეთს შორის. ძირითადია: ქრისტიანული ფასეულობების პოპულარიზაცია, შემწყნარებლობისა და ექსტრემიზმის გავლენების შემცირება და ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლა“ – აღნიშნა დეპუტატმა.

ორგანიზაცია 4 კონტინენტის 25 სახელმწიფოს აერთიანებს და ყველა მართლმადიდებელი დეპუტატია.

” ჩვენი მიზანია და მართლმადიდებლურ ასამბლეას ვიყენებთ იმისათვის, რომ ქრისტიანულ სამყაროს ის კულტურულ-რელიგიური მემკვიდრეობა გავაცნოთ, რაც საქართველოს გააჩნია. ჩვენ თავად ვართ შემოქმედი ამ სამყაროსი, ნაწილიც და შემოქმედიც ამ ქრისტიანული სამყაროსი. ჩვენ ვიყენებთ ამ პლატფორმას იმისთვის, რომ მართლმადიდებელ სამყაროს გავაგებინოთ, რა მოხდა 2008 წელს და გასულ 90-იან წლებში, ასევე, ჩვენი მართლმადიდებელი მეზობლის დანაშაულის სახით. გვაქვს კონკრეტული მერკანტინული ინტერესებიც, რაც გამოიხატება რელიგიური ტურიზმის განვითარებაში. ჩვენ ამ პლატფორმას ვიყენებთ იმისთვის, რომ ვუთხრათ რუსეთ, წაიღოს თავისი აღიარება. მოგეხსენებათ, რუსეთის საპატრიარქო აღიარებს საქართველოს ეკლესიის კანონიკურ საზღვრებს, ხოლო რუსეთის სახელმწიფო არღვევს საქართველოს სახელმწიფო საზღვრებს. ჩვენ ვეუბნებით, რომ დაუჯერონ რუსეთის ეკლესიას, აღიარონ საქართველოს სახელმწიფოს საზღვრების ურღვეობა და ეს ორგანიზაციაც ამას მიანიშნებს“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

პრობლემა და დაპირისპირება კი გამოიწვია ფორუმის ერთ-ერთმა წევრმა, რომელიც დუმას წამოადგენს. საუბარია, სერგეი გავრილოვზე. მის გამო, ფორუმს ოპოზიციის წარმომადგენლები ავლაბრის ცერემონიების სასახლესთან  საპროტესტო აქციებით, პლაკატებითა და შეძახილებით დახვდნენ.

„მერჩივნა, საქართველოში არ ჩატარებულიყო ეს საპარლამენტო ასამბლეა, რადგან იქ არიან რუსეთის პარლამენტის წევრებიც და მათი საქართველოშიაღმოჩენა სპეკულაციის საგანი გახდებოდა… ერთადერთი, რაც ჩვენი კანონმდებლობიდან გამომდინარეობს, თუ მას კონკრეტული დანაშაული აქვს ჩადენილი, რაც არის „ოკუპაციის შესახებ კანონის“ დარღვევა, მაშინ ეს კონკრეტული ადამიანი არის პრობლემა. იმას ვერ ვიტყვით, რომ ამ ასამბლეაში საქართველო არ უნდა იყოს, რადგან ჩვენს გარდა იქ უამრავი ევროპული ქვეყანაა და ამ საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მიზეზი სხვაა“, –  ეს განცხადება კი პარლამენტს თავმჯდომარის მოადგილე თამარ ჩუგოშვილს ეკუთვნის.  

ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარე კი ფიქრობს, რომ ერთი კონკრეტული დეპუტატის განცხადებები არ ნიშნავს, რომ დიალოგი უნდა შვწყვიტოთ: „რატომ არ უნდა ჩამოსულიყო საქართველოში? იმიტომ, რომ განცხადებებს აკეთებს, თუ იმიტომ რომ ნამყოფია ოკუპირებულ ტერიტორიებზე? რუსეთმა აღიარა ეს ორი რესპუბლიკა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე ჩავდივარ რუსეთში და ვსაუბრობთ დეოკუპაციაზე. რუსეთის დომის დეპუტათა ნაწილი იმ პოზიციაზე, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელი რესპუბკლიკაა, ზოგ კი ამბობს რომ არ არის დამოუკიდევბელი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა ვაწარმოოთ დიალოგი. გავრილოვის განცხადებები ნაკლებად მაინტერესებს. ვისაც მე მვხვდები, ყველა საუბრობს, რომ აუციელბელია დიალოგი“ – აღნიშა გიორგი ლომიამ „მედიაცენტრ მთავარში“.  

მსგავსი თემები