“ამერიკა ხომ არ არის შენი პატარა ბავშვი, რომელსაც აბურთავებ”- სალომე ზურაბიშვილი

  საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან „მკაცრი და მკაფიო“ განცხადებები გასაკვირი არაა. აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა, სადაც უპასუხა კითხვას ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან „ხმამაღალი და პირდაპირი“ განცხადებების შესახებ. „არ მიკვირს ამერიკის რეაგირება, განცხადებები. სხვანაირად როგორ უნდა იყოს, როდესაც 30 წლის და მეტი ხნის განმავლობაში ეხმარები ქვეყანას სახელმწიფოს მშენებლობაში, არა მხოლოდ მატერიალურად, არამედ ყველა ძალისხმევით, რომ დადგეს ფეხზე როგორ დამოუკიდებელი, ეკონომიკურად მდგრადი სახელმწიფო და უცებ, გაუგებრად და ახსნის გარეშე გეძახიან მტერს, გაბრალებენ რაღაცებს, შემოდის გაუგებარი, გაუგონარი კონსპირაციის თეორიები. რანაირად უნდა რეაგირებდეს ამერიკა? ცხადია, მათი მკაფიო და მკაცრი რეაგირება … ვრცლად “ამერიკა ხომ არ არის შენი პატარა ბავშვი, რომელსაც აბურთავებ”- სალომე ზურაბიშვილი