პრემიერი აცხადებს, რომ შოვში მომხდარი ტრაგედიის გამოძიების დეტალები უახლეს დღეებში იქნება ცნობილი

  “უახლოეს დღეებში შეგვიძლია, დავაორგანიზოთ შეხვედრა, სადაც ჭირისუფლები, ყველა დაინტერესებული პირი, გაეცნობა შოვში მომხდარი ტრაგედიის გამოძიების დეტალებს”- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში გაიმართება შეხვედრა, სადაც შოვის ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახის წევრები და ყველა დაინტერესებული პირი, ერთი წლის წინ შოვში მომხდარი ტრაგედიის გამოძიებაზე ინფორმაციას მიიღებენ. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შეხვედრაზე დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ მოუსმინონ ექსპერტებსაც და დასვან კითხვები. „დღესაც შევპირდი ჭირისუფლებს, რომ უახლოეს დღეებში შეგვიძლია, დავაორგანიზოთ შეხვედრა, სადაც ჭირისუფლები, ყველა დაინტერესებული პირი გაეცნობა ინფორმაციას გამოძიების დეტალებზე, მათ შორის ექნებათ იმის საშუალება, რომ ექსპერტებს მოუსმინონ. დამატებითი კითხვები … ვრცლად პრემიერი აცხადებს, რომ შოვში მომხდარი ტრაგედიის გამოძიების დეტალები უახლეს დღეებში იქნება ცნობილი