2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე ინდივიდუალური ასპარეზობის შემდეგ დღეს ძიუდოში გუნდურ შეჯიბრება გაიმართება. შეჯიბრში საქართველოს ძიუდოს ქალთა და კაცთა შერეული ნაკრები გუნდი იასპარეზებს. დისკვალიფიცირებულ გურამ თუშიშვილს ილია სულამანიძე შეცვლის.
ქართველმა ძიუდოისტებმა ინდივიდუალური ასპარეზობა 1 ოქროსა და 2 ვერცხლის მედლით დაასრულა.
ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.