„იმ პრინციპების ჩანაცვლება ხდება, რასაც ქართველმა ხალხმა თავის დროზე ხმა მისცა“ – მირიან წიკლაური

„2012 წლის პარლამენტი სხვა იყო და დღევანდელი პარლამენტი სულ სხვაა. აშკარად, ქართველ ხალხს ხმა დღევანდელი პრინციპებისთვის არ მიუცია“ – ეს განცხადება დეპუტატმა მირიან წიკლაურმა „მედიაცენტრ მთავარში გააკეთა და მმართველ გუნდს ღირებულებები დაუწუნა.

როგორც მართველი გუნდის ყოფილმა წევრმა განაცხადა, ახალი და ახალგაზრდა სახეები საჭიროა, თუმცა, ეს ე.წ. ძველი სახეებისა და პრინციპების ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს.

„აშკარაა, რომ ხდება იმ პრინციპების ჩანაცვლებაც კი, რის გამოც „ქართულ ოცნებას“ ხმა მისცა თავის დროზე საზოგადოებამ. პოლიტიკაში სწორედ ის ადამიანები შემოდიან, პრინციპების ჩანაცვლება ხდება და არა იმ პრინციპებისთვის მორგებული ადამიანების შემოსვლა პოლიტიკაში. რა თქმა უნდა, ახალგაზრდა სახეების დანახვა გამიხარდება, მაგრამ, სამწუხაროდ, ამას ვერ ვხედავ. აშკარად 2012 წლის პარლამენტი სხვა იყო და დღევანდელი პარლამენტი სხვაა. განაწყენებული არა, მაგრამ გულდაწყვეტილი უფრო ვარ. „ქართული ოცნების“ სახის შექმნაში და გამარჯვებაში გარკვეული პატარა მოკრძალებული წვლილი მეც მაქვს მიღებული და ეს ხდებოდა ჩემი ნერვებისა და ოჯახის რისკის ფასად. რაღაცის გაკეთებისთვის რომ იწვალებ და მის გაფუჭებას ვიღაცა ცდლობს, ბუნებრივია, გული გეტკინება“ – განაცხადა მირიან წიკლაურმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები