„ღიად, ასფალტზე გამოფენილი პროდუქტი არ უნდა იყიდო, საშიშია“ – პესტიციდებით დაბინძურებული ბოსტნეული

  •  

ეკოლოგ ხათუნა ახალაიას განცხადებით, სამაცივრე მეურნეობები ნესვსა და საზამთროს არ იღებენ, რადგანაც, ძალიან ბევრი ნიტრატია გამოყენებული და ასეთი პროდუქცია არ ინახება.

მისივე შეფასებით, „ძალიან რთულია, გქონდეს წვდომა თუ როგორ იქნა მოყვანილი ესა თუ ის სასოფლო სამეურნეო პროდუქცია. პროდუქტების დაბინძურება დაკავშირებულია ინფორმაციის არქონასა და გაუნათლებლობასთან. ბოსტნეული როცა დაბინძურებული წყლით ირწყვება, ისიც ბინძურდება და ძირითადად, ასე ხდება კიდევ. ცნობილია, რომ პესტიციდებს მინიჭებული აქვს კლასები, თუ რა გავლენას ახდენს ის ორგანიზმზე. „გლიფოსატი,“ რომელსაც ფერმერები ხშირად იყენებენ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან მიჩნეულია, როგორც კარცენოგენი. ეს შეიძლება იყოს სიმსივნის გამომწვევი. სხვა პრეპარატებიც, რომელსაც ფერმერები იყენებენ, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს კუჭ-ნაწლავზე, სასუნთქ გზებზე, იმუნიტეტს აქვეითებენ. პრეპარატი პესტიციდი შეიქმნა იმისთვის, რომ მოკლას (ის რაც მავნეა) და ეს იმას ნიშნავს, რომ ის ადამიანის ჯანმრთელობაზეც მოქმედებს“ – აღნიშნა ეკოლოგმა ხათუნა ახალაიამ „მედიაცენტრ მთავარში“

მისივე განცხადებით, პრობლემებია საზამთროსა და ნესვშიც. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ნიტრატებისა და ნატრიტების ჭარბად მოხმარებაზე.

„ასფალტზე დადებული პროდუქცია არ უნდა იყიდოს მოსახლეობამ, ვინაიდან, გარდა იმისა, რომ იქ ნიტრიტები და ნიტრატების დიდი რაოდენობაა, თვითონ პროდუქცია მიკრობიოლოგიური ცვლილებებს განიცდის და ფუჭდება. შესაბამისად, უკვე სხვა ტიპის დაავადებები და მავნეობა შეიძლება მოუტანოს ადამიანს. წელს, კვლევა რ ჩატარებულა არც საზამთროზე და არც ნესვზე, მაგრამ მაქვს ინფორმაცია, რომ ეს პროდუქცია არ შეიძლება შენახულ იქნას. ვინაიდან ძალიან დიდი რაოდენობის ნიტრატია გამოყენებული. ინფორმაცია არის, რომ დიდი რაოდენობით არის პასტიტოვანი სასუქი გამოყენებული და სამაცივრო მეურნეობაში ასეთი ტიპის პროდუქციაზე უარს ამბობენ, რადგანაც ვერ ინახება და ფუჭდება“ – დანაცხადა ეკოლოგმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები