სვანეთში დაკარგულ ახალგაზრდებს ვერტმფრენით ეძებენ

  სვანეთში ორი ახალგაზრდის ძებნა-შველის ოპერაცია გრძელდება. სამძებრო სამუშაოებში დილიდან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ძებნა-შველის ოპერაციაში განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების, თბილისის, იმერეთისა და მესტიის სამთო სამაშველო ძალები და სამაშველო დრონები არიან ჩართულები. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ორი მოქალაქის დაკარგვის შესახებ 112-ში შეტყობინება 24 ივლისს შევიდა. სვანეთში ორ დაკარგულ ახალგაზრდას გოგიტა ფარჯიანსა და გიორგი გვიჩიანს ეძებენ.