„დაგეგმილია მკვლელობა  ზვარაკად უნდათ შესწირონ  არასამთავრობოს წევრი ან მამათმავალი“ – ლევან ვასაძე

აღნიშნული განცხადება, ლევან ვასაძემ დღეს, ვერის პარკში შეკრებისას სიტყვის გამოსვლის დროს განაცხადა.

„უშიშროების ოფიცრებმა შემატყობინეს, რომ გლობალისტები ძალიან მაგრად მუშაობენ რომ ჩვენ შეგვარცხვინონ და გამოგვაჩინონ გიჟებად, ფანატიკოსებად და ფაშისტებად. დაგეგმილია კაცის მკვლელობა იქით მხარეს.  ზვარაკად უნდათ, რომ შესწირონ რომელიმე უბედური ან არასამთავრობოს წევრი ან მამათმავალი და  ჩვენ დაგვაბრალონ. კატეგორიულად ვაცხადებ, ყველა, ვინც ამ უდიდეს ცოდვას ჩაიდენს, არის მტერი ჩვენი, საქართველოსი და ჩვენ მასთან არაფერი კავშირი არ გვაქვს“ –  განაცხადა ლევან ვასაძემ.

მისივე განცხადებით,  სპეციალური ლეგიონი შეიქმნება, რომელიც ქალაქში პატრულირებას მოახდენს და ოპერატიულად იმოქმედებს.

„ნებისმიერ კორდონს, რომელსაც ჩვენი პოლიცია დაგვიყენებს, აუცილებლად გავარღვევთ. ჩვენ მათ შევუკრავთ ხელებს ქამრებით, რომლებიც თან გვქნება და მივაბრძანებთ იმ ადგილიდან სადაც ისინი იქნებიან… აქ შეკრებილებს შორის არის უამრავი სამხედრო გამოცდილების მქონე პირი, უამრავი სასახელო სპორტსმენი, მორაგბეები, მოჭიდავეები. შექმნილი ათეულები, შეკრულები ათასეულებად ერთი კვირის განმავლობაში იმუშავებენ თბილისში, გაინაწილებენ ქალაქს და იქნება ქალაქის პატრულირება მშვიდად“ –  განაცხადა ბიზნესმენმა აქციაზე.

მსგავსი თემები