„არ ვაპირებთ საჯარო სივრცეების დათმობას, უკან დახევა არ იქნება“ – ლგბტ თემი

  •  

„თანასწორობის მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლგბტ აქტივისტის გიორგი თაბაგარის განცხადებით, ლგბტ თემი დათმობას არ აპირებს და კვირეული გეგმის მიხედვით ჩატარდება.

„გვქონდა კომუნიკაცია ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლებთან. ორშაბათიდან გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს მათთან. ეს არ არის იმ სახის დაშლა… ჩვენ  უბრალოდ მივდივართ, იმიტომ, რომ, რაღაც ქვეტექსტი შეიძლება იყოს, წინ გვაქვს მომდევნო კვირა, ჩვენ არ ვაპირებთ საჯარო სივრცეების დათმობას, ჩვენი მხრიდან უკან დახევა არ იქნება. უბრალოდ, ამ ეტაპზე გადავწყვიტეთ დავუბრუნდეთ მოლაპარაკების მაგიდას“ – განაცხადა გიორგი თაბაგარმა მთავრობის კანცელარიის წინ მედიასთან.

ლგბტ თემი მედიას მიმართავს და მოუწოდებს, რომ 18-24 ივნისს დაგეგმილი კვირეულის გასაშუქებლად სპეციალური აკრედიტაცია გაიაროს. „თბილისი პრაიდის ღონისძიებებზე დასასწრებად აკრედიტაციის გავლა სავალდებულოა. გთხოვთ გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია 17 ივნისის ჩათვლით“ – აცხადებენ ორგანიზაციაში.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის კანცელარიასთან, ლგბტ აქტივისტებსა და მათ მოწინააღმდეგეებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. დაკავებულია რამდენიმე ადამიანი. ლგბტ აქტივისტები დღეს, გამთენიისას დაიშალნენ.

მსგავსი თემები