,,4 საათზე მეტი ვიყავი უკანონოდ დაკავებული, მაქვს დაზიანებები” – საკონსტიტუციოს თანამშრომელი

  საკონსტიტუციოს თანამშრომელი პოლიციის მხრიდან ძალადობაზე წერს. როგორც თორნიკე ობოლაშვილმა აღნიშნა, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა ორმა სამართალდამცველმა 15 ივლისს, საღამოს საათებში საცხოვრებელ სახლთან ახლოს გააჩერეს და დოკუმენტაცია მოსთხოვეს, შემდეგ კი ,,ზედაპირულად” შეამოწმეს. მოქალაქის თქმით, მოსთხოვეს ჩანთის გახსნა, რაზეც უარი მიიღეს, ვინაიდან ეს უკვე ჩხრეკა იყო და საჭირო იყო სპეციალური ნებართვის წარდგენა. ამის შემდეგ, როგორც ობოლაშვილი წერს, პოლიცია მუქარაზე გადავიდა და პირადობას აღარ უბრუნებდნენ. მას შემდეგ კი, რაც მოქალაქემ ამ ყველაფრის გადაღება დაიწყო, სამოქალაქო ფორმიანმა პოლიციელებმა მას ტელეფონი წაართვეს და მანქანისკენ ძალის გამოყენებით წაიყვანეს, რა დროსაც მან ფიზიკური დაზიანებები მიიღო. გადაიყვანეს თემქის პოლიციის … ვრცლად ,,4 საათზე მეტი ვიყავი უკანონოდ დაკავებული, მაქვს დაზიანებები” – საკონსტიტუციოს თანამშრომელი