პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შეხვდა

  საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, უზრა ზეიას შეხვდა. შეხვედრისას საუბარი შეეხო აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას და მრავალი წლის განმავლობაში სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას, ასევე ბოლო პერიოდში არსებულ გამოწვევებს. პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნა ორმხრივი ურთიერთობების გაჯანსაღებისთვის და აღნიშნა, რომ ამ პროცესში შემხვედრ ნაბიჯებს და პრაგმატულ, რაციონალურ, სამართლიან მიდგომებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. შეხვედრის ერთ-ერთი განსახილველი საკითხი იყო მომავალი საპარლამენტო არჩევნები და ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო გარემო. პრემიერმა ხაზგასმით განაცხადა, რომ ამჯერადაც უზრუნველყოფილი იქნება თავისუფალი, სამართლიანი, გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება და პლურალისტური, საერთაშორისო … ვრცლად პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შეხვდა