„წითელა თავს არ გვანებებს, დღეში 5-10 შემთხვევა გვხვდება“ – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის, პაატა იმნაძეს განცხადებით, წითელა გრძელდება და ჯერჯერობით არ ჩერდება. ვირუსის შემთხვევებსა და ტურისტულ რისკებზე პაატა იმნაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა.

„მიუხედავად იმისა, რომ დღემდე დამატებით 140 ათასამდე ჩვენი თანამოქალაქეა აცრილი, კიდევ ერთი ამდენი მაინც უნდა იყოს აცრილი, რომ წითელამ თავი დაგვანებოს. ჯერჯერობით, წითელა თავს არ გვანებებს. ასეთ სიცხეში, წითელას გადაცემა ჩვეულებრივ ჩერდება ხოლმე, თუმცა, ჩვენს რეალობაში არ გაჩერებულა. დღეში 5-10 შემთხვევა მაინც არის,“- განაცხადა პაატა იმნაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

პაატა იმნაძე მოსახლეობას, 20-დან 40 წლამდე, მოუწოდებს, აიცრან წითელას ვირუსზე და არ დააყენონ მათი ჯანმრთელობა რისკის ქვეშ. ის, ბიზნეს სექტორში მომუშავე ადამიანებსაც მიმართავს და აფრთხილებს, რომ ტურისტული სეზონის დაწყებასთან ერთად, მათ თანამშრომლებს მოუწოდონ აიცრან წითელაზე.

„მინდა მივმართო ტურისტულ ბიზნესში და სამასპინძლო ბიზნესში დაკავებულ ადამიანებს, რომ ნახონ თავიანთი თანამშრომლები აცრილები არიან თუ არა. სამწუხაროდ, გვქონდა შემთხვევები, როცა სასტუმროში თანამშრომელი დაავადდა და შესაძლებელია, ტურისტებსაც გადავდოთ წითელა. ახლა იწყება აქტიური ტურისტული სეზონი და აცრა აუცილებელია“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

https://mcm.ge/%E1%83%96%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90/

მსგავსი თემები