“ევროკავშირის მიერ სამხედრო დახმარების გაყინვასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება გაუგებარია”- დარჩიაშვილი

  “საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობა დაფუძნებულია ასოცირების შეთანხმებაზე, აღებული  გვაქვს ვალდებულებები, რასაც თანმიმდევრულად, ლოგიკურად ვასრულებთ, შესაბამისად, ევროკავშირის მიერ სამხედრო დახმარების გაყინვასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება გაუგებარია”- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ვაშინგტონში, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებული გამოწვევები, მათ შორის ოკუპაცია არსად არ წასულა. საქართველოს კიდევ უფრო მეტად სჭირდება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება იმისთვის, რომ უფრო მეტად შეძლოს საფრთხეებთან გამკლავება. “ზოგადად, მსგავსი ტიპის ფინანსური დახმარებები ემსახურებოდა და ემსახურება ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და იმ შესაძლებლობების განვითარებას, რომლითაც ქვეყანამ უნდა შეძლოს საფრთხეების თავიდან აცილება. ჩვენთვის გაუგებარია მსგავსი ტიპის … ვრცლად “ევროკავშირის მიერ სამხედრო დახმარების გაყინვასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება გაუგებარია”- დარჩიაშვილი