რა კავშირია აღდგომის შვიდეულსა და ლგბტ კვირეულს შორის“?! – დეკანოზი „მთავარში“

სასულიერო პირების განცხადებით, ლგბტ საზოგადოება, კვირეულის გამართვის გადაწყვეტილებით ღმერთს უპირისპირდება. რა კავშირშია ლგბტ საზოგადოების კვირეული აღდგომის შვიდეულთან, დეკანოზებმა „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრეს.

„აღდგომიდან ერთი კვირა რა არის? – ბრწყინვალე შვიდეული. რას ვზეიმობთ? – აღდგომას. ესე იგი, „მათ“ მოიფიქრეს, რომ ერთ დღიანი მსვლელობა კი არ უნდა ჰქონდეთ, შვიდეული უნდა ჰქონდეთ. აქაც ეკლესიას უპირისპირდებიან“ – განაცხადა დეკანოზმა ვახტანგ დავითაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“.

დეკანოზის შეფასებით, ეკლესია ყველაფერს გააკეთებს, რომ, საქართველოში ლგბტ კვირეული არ შედგეს.

„კაცი, რომელიც არის ცოდვაში, იმისათვის, რომ გადარჩეს უნდა იყოს მორიდებული, თავი უნდა ჰქონდეს ჩაღუნული. ახლა, ამათ, ერთი კვირა ჩვენ უნდა გვარიგონ ჭკუა. წარმოიდგინეთ, რომ ნარკომანებმა ჩაატარონ შვიდეული ან კანონიერმა ქურდებმა, ეს ხომ არ შეიძლება. ეკლესია ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს შვიდეული არ იყოს. ცოდვას ეკლესია არასდროს არ შეეგუება. ეკლესია ვერ გაჩუმდება. სამართალი ჯერ არის ღვთის, მერე – ადამინების. ხელისუფლებამ ამ ხალხის უზრუნველყოფა კი არ უნდა მოახდინოს, რომ კარგად ჩაატარონ, ამ ხალხს უნდა შთააგონონ, აუხსნან რომ ეს არ შეიძლება,“ – განაცხადა დეკანოზმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე თქმით, ცოდვა გადამდებია: „ წელიწადში 4-5 სოფელის ცარიელდება საქართველოში. ეს რომ საყოველთაო გახდეს, წარმოგიდგენიათ რა იქნება? დაგვცინიან, გრიპია „ეს სენი“ რომ ეს კაცს გადადოსო? ხარი ხართან დააბა, ან ფერს იცვლის, ან ზნესაო. ცოდვა დაავადებაზე მეტად გადამდებია. როცა მეფე სცოდავდა, მთელი ერი სცოდავდა“.

შეგახსენებთ, რომ 18-24 ივნისს, ლგბტ საზოგადოება, თბილისის ქუჩებში კვირეულის გამართვას გეგმავს. დანარჩენი საზოგადოება კი მათ მოუწოდებს, ქუჩებში ტრანსფარანტებით, გამომწვევი ჩაცმულობითა და ქცევებით ნუ გამოვლენ.

მსგავსი თემები