„შვიდი ტყვია ესროლეს“- მომხდარის დეტალებზე დაჭრილი კურიერის დედა საუბრობს

  “გლოვოს” კურიერს, თემო სიგუას, წუხელ ნუცუბიძის ქუჩაზე თავს დაესხნენ. როგორც სიგუას დედა ამბობს, მის შვილს ფიზიკურად 8 ადამიანი გაუსწორდა, აქედან 4 გოგო იყო. მისივე ინფორმაციით, თემო სიგუას 7 ტყვია ესროლეს, აქედან სამი ფეხში მოხვდა და მას ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს. „შეკვეთა მიიტანა ნუცუბიძის პლატოზე, „ბოლო შეკვეთა მაქვს“, დამირეკა და ნახევარ საათში სახლში მოვალო. დამირეკეს, დაჭრილია თემოო და ჩამოვედი საერთოდ გათეთრებული, ვნახე. სამი ტყვია ჰქონდა ორივე ფეხზე, თითები აქვს დამსხვრეული, სჭირდება ძვირადღირეული ოპერაცია. შეკვეთა მიიტანა და 5 წუთში დაურეკეს, რა არისო, „აგვახიე“ერთი ბოთლი ლუდიო? გინება დაუწყიათ. ამას უთქვამს, მე რა შუაში ვარ, … ვრცლად „შვიდი ტყვია ესროლეს“- მომხდარის დეტალებზე დაჭრილი კურიერის დედა საუბრობს