ლიანა ისაკაძე გარდაიცვალა

  78 წლის ასაკში გარდაიცვალა მუსიკოსი, მევიოლინე ლიანა ისაკაძე. სამწუხარო ინფორმაციას ,,საზოგადოებრივი მაუწყებელი” ოჯახის წევრების განცხადებებზე დაყრდნობით ავრცელებს. ლიანა ისაკაძე 1970-1992 წლებში იყო მოსკოვის ფილარმონიის სოლისტი; 1981–1995 წლებში საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრის მხატვრული ხელმძღვანელი; 1974 წელს მის შესახებ გადაიღეს იაპონური დოკუმენტური ფილმი; 1975 წელს გადაღებულია ფინურ მხატვრულ ფილმში „სიბელიუსი“; 1990 წელს მან გერმანიის ქალაქ ინგოლშტადტში ჩაიყვანა საქართველოს კამერული ორკესტრი, რომელიც „ინგოლშტადტის ქართული კამერული ორკესტრის“ სახელით მოღვაწეობს; 1992 წელს ინგოლშტადტში დააარსა თავისი პედაგოგის, დავით ოისტრახის სახელობის მუსიკალური აკადემია; მიღებული ჯილდოები, პრემიები და პრიზები: 2016 – ბათუმის საპატიო მოქალაქე; 2016 – თბილისის საპატიო მოქალაქე; … ვრცლად ლიანა ისაკაძე გარდაიცვალა