„დაშინებული, დაშანტაჟებული მაღაროელები 2012 წლამდე ხმას ვერ იღებდნენ“ – დეპუტატი

პარლამენტის წევრი, საჩხერის მაჟორიტარი დეპუტატი სულხან მახათაძე აცხადებს, რომ მაღაროელებს ხმის ამოღების საშუალება მხოლოდ ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში მიეცათ. ადრე კი დაშანტაჟებულები იყვნენ და ხმის ამოღებას ვერ ბედავდნენ.

„მისასალმებელია, რომ დღეს დებატების ფონზე მიმდინარეობს ჭიათურის თემის განხილვა. ვუსმენ ძალიან ბევრ სპეკულაციებს. ადამიანები, რომლებიც უყურებდნენ მთელ ამ მიმდინარე მოვლენებს, დღეს გამოდიან და გულზე მჯიღის რტყმევით იძახიან, რომ დიდად ანაღვლებდათ ამ ხალხის ბედი. სად იყავით ბატონებო მაშინ, როდესაც 2012 წლამდე, ხმას ვერ იღებდნენ დაშინებულები დაშანტაჟებულები. ამ ადამიანებს დღეს მიეცათ თავისუფლების გამოხატვის შესაძლებლობა“ – განაცხადა სულხან მახათაძემ პარლამენტში, ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას მოსმენისას.

როგორც სულხან მახათაძემ აღნიშნა, ქალაქმა სოლიდარობის მაგალითი აჩვენა, როცა ყველა ერთხმად მაღაროელების მხარდასაჭერად გამოვიდა.

მსგავსი თემები