„ტახტის მემკვიდრე დავით ბაგრატიონია, მის შემდეგ კი უფლისწული გიორგი“ – გაურკვევლობა მონარქის გამო

სამეფო გვარი და არარსებული სამეფო ტახტის ისევ განხილვის თემაა. თუ კონსტიტუციური მონარქიის საკითხი დადგება, ტახტის ერთადერთი დავით ბაგრატიონ-მუხრანელია, მის შემდეგ კი მისი ვაჟი გიორგი, – აცხადებს დავით ბაგრატიონის ინტერესების დამცველი „მედიაცენტრ მთავარში“ და სხვა კანდიდატურას არც განიხილავს. ადვოკატის განცხადებით, არავის აქვს უფლება, ქართველ ერს წესები დაუდგინოს და სამეფო ტახტზე კანდიდატები შესთავაზოს.

„ამ ეტაპზე, არანაირ ტახტის მემკვიდრეზე საუბარი არ არის და არც შეიძლება იყოს. პროცესი ამ საქმესთან დაკავშირებით არ მიმდინარეობს. ბატონმა დავითმა, პატარა გიორგის ნათლობაზე ძალიან მკაფიოდ გააკეთა განცხადება. აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა წარმოადგენს ქართველი ხალხის სუვერენულ ნებას. თუ ქართველ ხალხს სურს მონარქია კი ბატონო, თუ ქართველ ხალხს აღნიშნული არ სურს, მორჩა. ჩვენი აზრით, არავის აქვს უფლება, გამოვიდეს და წესები დაგვიდგინოს, როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს მოწყობა, შეგვიდგინოს გარკვეული პროექტი და წარმოგვიდგინოს კანდიდატი“ აღნიშნა ლევან ჩხეიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე განცხადებით, სამეფო სახლის მეთაურად აღიარებულია დავით ბაგრატიონ-მუხრან-ბატონიშვილი და სხვა კანდიდატურაზე არც შეიძლება იყოს საუბარი.

„როდესაც, საზღვარგარეთ, დავითის დიდი ბაბუის – გიორგის აღიარება მოხდა საქართველოს სამეფო სახლის მემკვიდრედ, ითვლებოდა, რომ ბატონი გიორგი მუხრანელი უნდა ყოფილიყო საქართველოს სამეფო სახლის მემკვიდრე. შემდეგ, ეს უფლება გადაეცა მის ვაჟს ირაკლის, ირაკლის მერე ეს უფლება გადაეცა მის ვაჟს გიორგის, რომელიც გარდაიცვალა და დაკრძალულია სვეტიცხოველში და უკვე მეთერთმეტე წელია, ის ხალხი ვინც აღიარებს მონარქიის იდეას და იმ ქვეყნებში სადაც აღიარებულია ტიტულები, ამ ტიტულში აღიარებულია ბატონი დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონიშვილი“ – განაცხადა ლევან ჩხეიძემ „მდიაცენტრ მთავარში“.

„მედიაცენტრი მთავარის“ კითხვას, კონსტიტუციური მონარქის აღდგენის შემთხვევაში დავით ბაგრატიონ-მუხრანეი თანახმაათუ არა, სამეფო ტახტი დაიკავოს, ლევან ჩხეიძემ ასე უპასუხა: „როდესაც ადამიანმა მიიღო ეს ტიტული, ამ შემთხვევაში, მამისგან მემკვიდრეობით და დათანხმდა ამ წოდებას, ეს იმას ნიშნავს რომ ის თანახმაა იყო. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დღეს ის გამოდის და აკეთებს საჯარო განცხადებებს , რომ მე მინდა მეფობა და ასე შემდეგ.”

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის უკან, „სამეფო კლუბის“ დამფუძნებელმა „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენცია გამართა და აღნიშნა რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელი და ვერც მისი უფლისწული, სამეფო ტახტის მემკვიდრე ვერ გახდება.

“სამეფო კლუბის” დამფუძნებლის, გია ბურჯანაძეს განცხადების სანახავად მიჰყევით ბმულს:
https://mcm.ge/

ლევან ჩხეიძეს პრესკონფერენციის სრული ვიდეო ჩანაწერის სანახავად გადადით ბმულზე:
https://mcm.ge/

მსგავსი თემები