იაფფასიანი და ყველაზე ბინძური ნარკოტიკი, რომელიც შიზოფრენიას იწვევს

იაფი, ხელმისაწვდომი, დაბინძურებული ნარკოტიკი ე.წ. სირეცი, რომლის მოხმარებაც შიზოფრენიას იწვევს და ახალი ფსიქოტროპული ნივთიერებები, საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ნარკოტიკების მოხმარებასა და ბაზარზე, ოპიოიდების შემცველი ახალ-ახალი პრეპარატების გამოჩენაზე ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დირექტორმა ლაშა კილაძემ „მედიცენტრ მთავარში“ ისაუბრა.

„ე.წ. სირეცი, ეს არის საკმაოდ დაბალი ხარისხის ნარევი და ის ძალიან ტრადიციული წარმომადგენელია საქართველოს ნარკოსივრცეზე. რაც შეეხება გაზრდილ მოხმარებას, ბოლო კვლევის მონაცემებით, ამ ტიპის ნარევი ყოველთვის მოწინავე პოზიციაზე იყო და დღესაც აქტუალურია ამ ნივთიერების მოხმარება. ეს არის ოპიოიდი, თავისი მოქმედებით, რომელიც არის დაბალი ხარისხის და საკმაოდ მაღალი ხელმისაწვდომი. ეს არის არაერთგვაროვანი ნივთიერება, რომელიც საკმაოდ ტრადიციული წარმომადგენელია საქართველოს ნარკოსივრცეში“ – აღნიშნა ლაშა კილაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, ნარკო ბაზარს ახასიათებს ციკლურობა. დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩნდება ახალი, აქტიური ნივთიერებები. მისი მოხმარება კი პირდაპირ კავშირშია ცენტრალურ ნერვულ სისტემას.

„ეს იწვევს სხვადასხვა ბიოლოგიურ, ბიოაქტიურ ცვლილებებს და ხშირ შემთხევაში, შეუქცევად ცვლილებებს – ფსიქიკურ პრობლემებს, სუნთქვის პარალიზებას“ – აღნიშნა კილაძემ.

მსგავსი თემები