„როდესაც თავადის სახელს ყიდი, ყიდი მიწასაც, პატრიარქი მოწადინებულია მონარქია აღდგეს“

კანდიდატი, საპატრიარქოსთან შეთანხმების გარეშე არ დასახელდება. „სამეფო კლუბი“ საქართველოს საპატრიარქოს ჩართულობით, მონარქის კანდიდატურის შერჩევას იწყებს. კანდიდატი თითქმის შერჩეული ჰყავთ, თუმცა, საქართველოს მოსახლეობის შემზადებას და თანხმობას ელოდებიან. ამ თემას „სამეფო კლუბმა“ „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენცია მიუძღვნა. როგორც კლუბის დამფუძნებელი აცხადებს, ხალხისა და საპატრიარქოს გარეშე არაფერი გამოვა.

„აქ საუბარია მთავარზე – ვის ენდობა ხალხი. ეს უნდა იყოს სახალხო მონარქია. ხალხის ნდობა და ეკლესიის კურთხევა აუცილებელია. ეკლესიის კურთხევა ეკუთვნის ბაგრატიონებს სხვას არავის. ეს პროცესი მაშინ დაიწყება, როცა საზოგადოება გვეტყვის ჰო-ს და იქნება მზად ამისთვის. კანდიდატი საპატრიარქოს მხარდაჭერის გარეშე ვერ დასახელდება. კანდიდატი ჯერ საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ არის, არც თავად კანდიდატია მზად საჯარო საუბრისგან, თუმცა, თანახმაა, ემსახუროს თავის ქვეყანას“ – აღნიშნა გია ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

რაც შეეხება კანდიდატს, ვისაც „სამეფო კლუბი“ მომავალ მეფედ განიხილავს, ის ესპანელი ბაგრატიონი – პრინცი ხუანია.

„სამეფო კლუბისთვის“ მიუღებელია ისეთი ბაგრატიონი, რომელიც სამეფო ტიტულებს ყიდის.

„საზოგადოებას სამეფო ოჯახი, სამეფო ტახტი, წარმომადგენელი აქვს, როგორც ფეოდალების ხროვა, რომლეიც შეესევა ქვეყანას და გაძარცვავს. ჩვენი სურვილი იყო დავითი და ანა ტახტზე ასულიყვნენ ერთობლივად, ამიტომაც მოხდა დინასტიების გაერთიანება, მაგრამ, შემდეგ რა სკანდალიც დაგროვდა, იქ ვიღაც ქალების ჩარევები, თანამდებობები, არ გაამართლა. როდესაც თავადის სახელს ყიდი, ყიდი მიწასაც. მით უმეტეს, როდესაც საქართველოში არ არსებობს ისეთი წოდებები, როგორიცაა გრაფი, ბარონი და ა.შ.“ – აცხადებს ბურჯანაძე.

მისივე ინფორმაციით, საქართველოში კონსტიტუციური მონარქის აღდგენის მხარდამჭერები შემცირდნენ და ამის მიზეზი სწორედ ის დაპირისპირებებია, რაც ბაგრატიონებსა და გრუზინსკებს ჰქონდათ: „ ბოლო გამოკითხვამ აჩვენა, რომ შემცირდა მომხრეები. როდესაც პროცესები სწორად მიგვყავდა. 1994-1995 წლებში, მოსახლეობის 50% კონსტიტუციურ მონარქიას უჭერდა მხარს. ახლა გადაწყვეტილებია ერზეა, ეკლესიისა და ხალხის მხარდაჭერაა საჭირო. ეკლესიის გარეშე, პატრიარქის გარეშე ეს არ მოხდება, რადგან ის ძალიან მონდომებულია რომ ეს მალე გადაწყდეს“.

მსგავსი თემები