“შედეგი იქნება ჯგუფიდან გასვლა”- ქვილითაია

   საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ქვილითაია თურქეთთან გამართული თამაშით კმაყოფილია, თუმცა ამბობს, რომ ჯგუფიდან გასასვლელად მოგება არის საჭირო. ქვილითაიას თქმით, ეროვნული ნაკრების პირველი მატჩი დადებითად შეფასდა. „აქ არ ვართ ტურისტებად, გვინდა შედეგი დავდოთ და შედეგი იქნება ჯგუფიდან გასვლა. თუ ჯგუფიდან გასვლა გვინდა თამაში უნდა მოვიგოთ. ბედნიერები ვართ, რომ ქართველი გულშემატკივარი ბოლომდე იხარჯება ჩვენ გამო და ჩვენც აუცილებლად იგივეს შემოგთავაზებთ, რასაც აქამდე ვაკეთებდით. პირველად ვითამაშეთ, ახალი გამოცდილებაა ჩვენთვის, იმის ფონზე რომ დებიუტანტები ვიყავით და აფასებენ ჩვენს თამაშს გამორჩეულ თამაშად“- გიორგი ქვილითაია