ქალების 78%-ს მეტროში სექსუალურად ეხებიან

საქართველოში ჩატარებული კვლევის მიხედვით, თბილისის მეტრო ერთ-ერთი ადგილია, სადაც მამაკაცები, ქალებთან შეხებით სექსუალურ მოთხოვნილებებს იკმაყოფილებენ.

კვლევა ერთ-ერთმა ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაცია თბილისის 14 მეტრო სადგურზე ჩაატარა და დაადგინა, რამდენი ქალი განიცდიდა სექსუალურ შევიწროებას. მეტროსადგურებში გამოიკითხა 200 ქალი რესპოდენტი, რომელთა ასაკობრივი კატეგორია 18-60 წლამდე იყო. მათგან 78% აცხადებს, რომ მეტროში სექსუალურ შევიწროებას განიცდის. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 61% სტუდენტია, 12% დიასახლისი, 24.5% დასაქმებული ქალი, 2.5% სხვები.

“რესპოდენტთა 78% – მეტროში განიცადა სექსუალური შევიწროება, მათგან 14% – პლატფორმაზე, 14% – ტერმინალის შესასვლელთან, ხოლო ტერმინალის შიგნით – 6%. კვლევის თანახმად, რესპონდენტთა 45% -ს აქვს თბილისის მეტროში სექსუალური ძალადობის გამოცდილება. გამოკითხვა გვიჩვენებს, რომ 200 რესპონდენტიდან 90 განიცდიდა სექსუალური შევიწროების სხვადასხვა ფორმას მეტროთი მგზავრობისას,”- წერია კვლევაში.

კვლევის მიხედვით, რესპოდენტთა დიდ ნაწილს, სექსუალური ძალადობის გამოცდილება აქვს რკინიგზის მეტრო სადგურებში, დღის განმავლობაში მაშინ, როდესაც მეტროპოლიტენი მეტად გადატვირთულია.

მსგავსი თემები