საქართველოს ნაკრები 22 ივნისს ჩეხეთს დაუპირისპირდება
22 ივნისს, საქართველოს ნაკრები ჰამბურგში ჩეხეთს დაუპირისპირდება, ხოლო 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების პირველი მატჩი თურქეთთან დასრულდა. 25-ე წუთზე ანგარიში თურქებმა გახსნეს, ხოლო საქართველოს ნაკრებიდან გიორგი მიქაუტაძემ პირველი გოლი 32-ე წუთზე გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა. შეხვედრის პირველი ტაიმი სწორედ ფრედ დასრულდა, თუმცა თურქებმა მატჩის მეორე ნახევარში ორი გოლი გაიტანეს და შეხვედრა 1:3 – მეტოქის სასარგებლოდ დასრულდა. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების პირველი მატჩი თურქეთთან დასრულდა
დააკოპირეთ და ჩასვით ეს მისამართი თქვენს WordPress-საიტზე
დააკოპირეთ და ჩასვით ეს კოდი თქვენს საიტზე