თბილისში გზა ჩაინგრა, მანქანები ჩაცვივდნენ, მოძრაობა პარალიზებულია

ჟვანიას მოედანზე, მგალობლიშვილის ქუჩაზე მობილიზებულია მაშველები. წყლის გაჟონვის გამო, სადაც გზა ჩაინგრა 2 მსუბუქი ავტომანქანა ჩავარდა. მიმდებარედ დატბორილია სახლები, სარდაფები და მანქანები. ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი დანაყოფი და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. შემთხვევის ადგილზე ადამიანის მსხვერპლი არ არის.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადეს, მომხდარი შემთხვევის შედეგად რამდენიმე მანქანა დაზიანდა ადამიანები კი არ დაშავებულან. საბურთალოს რაიონის გამგებელის – გაიოზ ვასაძის ინფორმაცით კი მომხდარი შემთხვევის მიზეზი წყლის მილების დაზიანება გახდა: „მოხდა წყლის მილის დაზიანება, რამაც გზის ჩავარდნა გამოიწვია, დაიტბორა საცხოვრებელი სახლის სარდაფები. ამ წუთისთვის ხდება წყლის ამოტუმბვა სარდაფებიდან, ასევე შლამისგან სუფთავდება მიმდინარე ქუჩები, ჩვენ უმოკლეს ვადაში ამ პრობლემას აუცილებლად აღმოვფხვრით”.

მსგავსი თემები