“ვეცდებით, კიდევ ერთხელ ვასახელოთ ჩვენი ქვეყანა”- გურამ კაშია

დორტმუნდის „BVB არენაზე“ გამართულ პრესკონფერენციაზე „ჯვაროსნების“ კაპიტანი გურამ კაშია იმყოფებოდა და თურქეთთან ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩისთვის მზადებაზე ისაუბრა. კაშიას თქმით, ქომაგების გასახარეწბლად ყველაფერს გააკეთებენ.

„ევრო 2024-ზე გასვლა ძალიან ემოციური იყო, ეს კადრები ყველამ ნახა. ძალიან ამაყები ვიყავით, მთელი საქართველო ზეიმობდა, მაგრამ ეს უკვე წარსულია. ახლა ზეიმის დრო აღარ არის. გვსურს, რომ შევასრულოთ ის გეგმა, რისთვისაც ვართ ჩამოსულები. საქართველოში ფეხბურთი ძალიან უყვართ, მით უფრო, რომ 30 წელი ამ წარმატებას ველოდებოდით. ვიცი, რომ ბევრმა ჩვენმა თანამემამულემ აქ ჩამოსასვლელად საკუთარი დანაზოგი დახარჯა და მათ გასახარებლად ყველაფერს გავაკეთებთ. ვეცდებით, კიდევ ერთხელ ვასახელოთ ჩვენი ქვეყანა“- განაცხადა გურამ კაშიამ.

დორტმუნდის „BVB არენაზე“ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმაც გააკეთა განცხადება.

„ნებისმიერ მხარდაჭერას ვგრძნობთ, ეს ძალიან დიდი მუხტი და ძალაა“- ვილი სანიოლი

მსგავსი თემები