სალომე ზურაბიშვილი წმინდა ნინოს გზას დაადგა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წმინდა ნინოს გზისკენ მსვლელობა დღეს დაიწყო. პრეზიდენტმა სრულიად საქართველოს წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღე მოულოცა და აღნიშნა, რომ მსვლელობას მანამ გააგრძელებს, სანამ შეძლებს.

“ეს არის უმნიშვნელოვანესი დღე. 1700 წლის წინ შემოვიდა წმინდა ნინო საქართველოში და იმის მერე საქართველო გამთლიანდა, გაქრისტიანდა და ეს მადლი მოგვყვება და მე ყველას გისურვებთ, რომ ეს მადლი გფარავდეთ”, – განაცხადა პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან ფოკას მამათა მონასტერში.

წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით, ფოკაში სადღესასწაულო წირვა დღეს გაიმართა. წირვის შემდეგ კი მომლოცველები წმინდა ნინოს გზას დაადგნენ. მათ წინ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიუძღოდა. “სანამ შევძლებ მსვლელობას იქამდე გავაგრძელებ”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

წმინდა ნინოს გზაზე ლოცვითი მსვლელობა 42 დღე გრძელდება.



მსგავსი თემები