გაზის აფეთქების შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა

თბილისში, საბურთალოს რაიონში, ჭილაძის 166-ე ნომერში, გაზის გაჟონვის გამო, საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე, აფეთქება მოხდა. აფეთქებას ნგრევა არ მოჰყოლია. დაშავებულია სამი ადამიანი. მათგან, ორი საავადმყოფოში თვითონ მივიდა, ერთი კი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა.

„ყაზტრანსგაზის“ ინფორმაციით, ჭილაძის ქუჩის, საცხოვრებელ ბინაში, აფეთქების მიზეზი სავარაუდოდ, ღიად დატოვებული გაზქურის ონკანი გახდა.

„აფეთქების შესახებ შეტყობინება, კომპანიის ცხელ ხაზზე 18:41 წუთზე შემოვიდა. კომპანიის სპეციალისტების მიერ, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას დადგინდა, რომ აღნიშნული კორპუსი გაზის დიდი რაოდენობით დაგროვების გამო, ძლიერ აფეთქებას გადაურჩა. მეზობლების განცხადებით, აღნიშნული ბინა, გაქირავებული იყო. დაშავებულია სამი ადამიანი, რომლებსაც მსუბუქი დამწვრობა აღენიშნებათ. დამატებითი დეტალები გამოძიების დასრულების შემდეგ, გახდება ცნობილი. კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში და უყურადღებოდ. ამით საფრთხეს უქმნით, თქვენი ოჯახის წევრების და მეზობლების სიცოცხლეს“, – ნათქვამია „ყასტრანსგაზის“ განცხადებაში.


მსგავსი თემები