„ვულოცავ უკრაინას და მოლდოვას, ქართველი ერიც მალე შეუერთდება თქვენს რიგებს“- პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ჩარჩოებზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების შეთანხმებას ეხმიანება. სალომე ზურაბიშვილი იმედოვნებს, რომ მათ რიგებს საქართველოც მალაე შეუერთდება.

„გილოცავთ უკრაინას და მოლდოვას ამ მნიშვნელოვან ეტაპს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე! გულწრფელად ვულოცავ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და პრეზიდენტ მაია სანდუს ამ მნიშვნელოვან მიღწევას. დარწმუნებული ვარ, ევროპელი ქართველი ერიც მალე შეუერთდება თქვენს რიგებს” – წერს  პრეზიდენტი სოციალურ ქსელ X-ში.

პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინის მშვიდობის სამიტზე დასასწრებად შვეიცარიაში გაემგზავრა.

შეგახსენებთ, გუშინ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა უკრაინისთვისა და მოლდოვისთვის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ჩარჩოები შეათანხმეს.

მსგავსი თემები