ტრაილერი 4 ავტომობილს შეეჯახა – ავტოსაგზაო შემთხვევა რიკოთზე

რიკოთის უღელტეხილზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ტრაილერი ჯერ 4 მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა, შემდეგ კი ამოტრიალდა. დაზიანდა ტრაილერის მძღოლი და მსუბუქი ავტომობილის 2 მგზავრი.

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

 

მსგავსი თემები