„საარჩევნო კანონმდებლობისთვის ვეტოს დადება სწორია“- ბოკუჩავა

  “დღეს საქართველოს ჰყავს ღიად პრორუსული ხელისუფლება, რომელიც უპირისპირდება დასავლეთს და ცდილობს რომ ქართველ ხალხს წაართვას ევროატლანტიკური არჩევანი” – ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, რობინ დანიგანის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება, თითქოს ამერიკა არის „გლობალური ომის პარტია“, რევოლუციის წახალისებას ცდილობს და აქვს ბოროტი ზრახვები, რისი მოსმენაც გულდასაწყვეტია. ბოკუჩავა ამბობს, რომ ხელისუფლება ცდილობს საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი წაართვას. „ის, რომ დღეს საქართველოში რუსული პროპაგანდის მთავარი ინსტრუმენტი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ არის ივანიშვილის მთავრობა, არის სწორედ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიმართა ისეთ უკიდურეს … ვრცლად „საარჩევნო კანონმდებლობისთვის ვეტოს დადება სწორია“- ბოკუჩავა