“კონსორციუმმაც და კერძო სექტორმაც ვალდებულებები შეასრულონ და ეს პროექტი შედგება” – პრემიერი ანაკლიის პორტზე

“სახელმწიფო თავის ვალდებულებას შეასრულებს, კონსორციუმმაც და კერძო სექტორმაც ვალდებულებები შეასრულონ და ეს პროექტი შედგება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ოპონენტების მიერ ანაკლიის პორტის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, სახელმწიფომ, განახორციელა 300 მილიონის ინვესტირება, გამოისყიდა რამდენიმე ათეული მილიონის მიწები. მისი თქმით, საპარტნიორო ფონდს აქვს 100 მილიონი დოლარის თანადაფინანსების ვალდებულება.

„პირადად ვიყავი ჩართული, რომ ეს პროექტი მომხვდარიყო პრიორიტეტული პროექტების ნუსხაში, რომელიც დაამტკიცა ევროკავშირმა. პირადად ვთხოვე OPIC-ს, ჰქონოდათ ეს პროექტი პერსპექტიულ პროექტთა ნუსხაში. ძალიან მაინტერესებს, რომელს აქვს გაკეთებული უფრო მეტი, მათ შორის პარლამენტს გარეთ, დღეს რომ ჩასაფრებული პოზიციიდან საუბრობს. რომ ვამბობთ, ეს არის სტრატეგიული პროექტი, ე.ი არის და ამისთვის ყველაფერი კეთდება. ყველას ურჩევნია, ფოკუსირდეს რეალური საქმის გაკეთებაზე”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


მსგავსი თემები