„თიბისი ბანკის” ობიექტური შემფასებლები მისი აქციონერები და ბანკის აქციების ფასია”- პრემიერ-მინისტრი

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ „თიბისი ბანკის” საკითხის ყველაზე ობიექტური შემფასებელი „თიბისი ბანკის” აქციების ფასია.

საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა ოპონენტებს მოუწოდა, დაინტერესდნენ, როგორ აფასებენ აქციონერები „თიბისი ბანკის” ირგვლივ არსებულ ვითარებას და საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოს. მისი თქმით, ოპოზიცია ცდილობს, ამ საქმეს პოლიტიკური ელფერი შესძინოს.

„კითხვის შინაარსი მოიცავს პოლიტიკურ სპეკულაციას. იყო კონკრეტული შემთხვევა, რომელზეც მოხდა შეთანხმება, ეს არ არის დავის საგანი. ამას მოჰყვა სხვა ნაბიჯები, რომელიც გამომდინარეობს ამ საქმიდან. ყველაზე ობიექტური შემფასებელი იქნებით არა თქვენ, რომელიც დაინტერესებული მხარე ხართ და ცდილობთ, პოლიტიკური ელფერი მისცეთ ამ საკითხს, ან შეიძლება დამცველი ხართ, ობიექტური შემფასებელი არის სისტემური ბანკის – „თიბისი ბანკის” აქციების ფასი. შეამოწმეთ და ნახეთ, როგორ უყურებენ აქციონერები საქართველოში „თიბისი ბანკთან”  დამოკიდებულებას და საინვესტიციო გარემოს”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


მსგავსი თემები