ფოთში დიალიზის პროგრამის ბენეფიციარებმა აქცია გამართეს

  ,,ვითხოვთ სიცოცხლეს”, – ამ სახელწოდებით ფოთში, დიალიზის პროგრამის ბენეფიციარებმა აქცია გამართეს და პროტესტის ნიშნად ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს. მიზეზი ადგილობრივ კლინიკაში მათთვის მიწოდებული ინფორმაციაა, რომ ფოთში აღნიშნული განყოფილება დაიკეტება და პაციენტებს პროცედურის ჩატარება სხვა ქალაქებში მოუწევთ. 22 პაციენტი მკურნალობის უფლების უზრუნველყოფას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ამბობენ, რომ რკინიგზასაც გადაკეტავენ. ,,გუშინ გვითხრეს, მოკიდეთ თქვენ ქვეშაგებელს ხელი, წაიღეთ, თავისუფალი ხართო, აწი დიალიზი არ იქნება აქო. რა ვქნათ, ხვალ დიალიზი მაქვს, არ წავალ, შაბათს დიალიზი მაქვს, არ წავალ. გთხოვთ დროზე ადრე არ მომკლათ”, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე. ფოთის მერის მოადგილე, მამუკა პაპასკირი ამბობს, რომ … ვრცლად ფოთში დიალიზის პროგრამის ბენეფიციარებმა აქცია გამართეს