საკრებულოს წევრის დამცინავი პოსტი უბედური შემთხვევის შემდეგ

აღშფოთებული საზოგადოების ერთი ნაწილი, ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის და ფრაქცია ქართული ოცნება-კონსერვატორების თავმჯდომარის, ნანა კოსტავას უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს.

საქმე ეხება, მის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ “პოსტს”, რომელიც რამდენიმე დღის წინ, ლაგოდეხში, უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული 16 წლის მოზარდის დას ეხება. 

“კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!” – ასეთი აღწერით გააზიარა ნანა კოსტავამ სოციალური მედიის მენეჯერ სალომე ბარკერის 2018 წლის ერთ-ერთი ვიდეოშარჟი, სადაც ის თითზე წამოცმული პრეზერვატივით ჯვარს გამოსახავს. 

შექმნილი აჟიოტაჟის პასუხად ნანა კოსტავამ ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ სალომეს დის გარდაცვალების შესახებ არ იცოდა.

“ჩემო მეგობრებო, ნამდვილად არ ვიცოდი სალომე ბარკერის ოჯახზე თავსდამტყდარი უბედურება….ვუსამძიმრებ მის ოჯახს და განვიცდი ნამდვილად, მე ჩემი მენტალობიდან გამომდინარე ვებრძვი ჩემი გვერდიდან ქართული ფასეულობებისა და მართლმადიდებლობის შეურაცხმყოფელ ვიდეოებსა და გამონათქვამებს, ჩემი პოსტიც ამას ემსახურებოდა და მეტს არაფერს, მეც შვილების დედა ვარ და ზუსტად ისეთივე შოკს და ტრაგედიას განვიცდი, რასაც ეს ოჯახი. მომიტევეთ და მაპატიეთ”, – დაწერა ნანა კოსტავამ “ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე.

შეგახსნებთ, რომ ნანა კოსტავა ამავდროულად საკრებულოს გენდერული საბჭოს წევრია. 

მსგავსი თემები