,,უნდა შეგრცხვეთ ყველგან” – მოქალაქე აეროპორტში გადაღებულ კადრებს ავრცელებს (video)

  ,,ვიქტორ ჯაფარიძემ, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ სიმართლე კიდევ ერთხელ მოისმინა”, – წერს სოციალურ ქსელში მოქალაქე მარიამ წიწიკაშვილი და აეროპორტში გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს. მისი თქმით, მალევე პოლიციამ მას და მის თანამგზავრს პასპორტები ჩამოართვა და “საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის” დააკავა. წიწიკაშვილის თქმით, დამატებითი მტკიცებულებების წარდგენის მიზნით, სასამართლო 19 ივნისამდე გადაიდო. ,,84-დან ერთ-ერთმა, ვიქტორ ჯაფარიძემ, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ სიმართლე კიდევ ერთხელ მოისმინა. ამჯერად მე ვუთხარი, რომ რუსული კანონით მან და მისმა კოლეგებმა საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მომავალი დაასამარეს და ამის გამო უნდა რცხვენოდეთ. ვიქტორ ჯაფარიძე, ერთი მხრივ, თურმე მედგრად ეწინააღმდეგება გლობალური … ვრცლად ,,უნდა შეგრცხვეთ ყველგან” – მოქალაქე აეროპორტში გადაღებულ კადრებს ავრცელებს (video)