სააკაშვილს უკრაინაში ელოდებიან, გენპროკურორი კი მას მოღალატეს უწოდებს

მიხეილ სააკაშვილი დღეს უკრაინაში ჩაფრინდება. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს კიევში დღის 17:00 საათისთვის ელოდებიან. „დავეხმარები ზელინსკის, დავეხმარები უკრაინას“ – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი და უკრაინელ ხალხს თავისუფლებას და სისუფთავეს ჰპირდება.

„ხვალ კიევში ჩავფრინდები და დავეხმარები ახალ პრეზიდენტს, ზელენსკის და უკრაინელ ხალხს“ – აცხადებს სააკაშილი და უკრაინაში, თანამებრძოლებს უკრაინის გადასარჩენად ბრძოლას ჰპირდება.

უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო კი სააკაშვილს მოღალატეს უწოდებს და ამბობს, რომ მის წინააღმდეგ უკრაინაში სს საქმეა აღძრული.

„ის მოღალატეა“, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით არის საქმე აღძრული. მან საპროტესტო აქციის ორგანიზება განახორციელა, რომლის მიზანი იყო სახელმწიფო ხელისუფლების მიტაცება, 2017 წელს მან უკანონოდ გადაკვეთა უკრაინის სახელმწიფო საზღვარი პოლონეთის მხრიდან“ – აცხადებს გენერალური პროკურორი.

დღეს, უკრაინაში ჩასულ მიხელ სააკაშვილს პარტია „ბატკივშინას“ ლიდერი და სააკაშვილის მეგობარი იულია ტიმოშენკოც დახვდება

. „ ვამბობდი და ახლაც ვიტყვი – მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა პოლიტიკური შურისძიება იყო პეტრო პოროშენკოს მხრიდან, სამართლებრივი განუკითხაობა და გაბატონებული უსამართლობა“, – ფიქრობს ტიმოშენკო.

მსგავსი თემები