“ჩვენ ერთ გზაზე ვართ, შავ ზღვასა და კასპიის ზღვას შორის და ჩვენი გზა ევროპისკენ არის ერთი“ – პრეზიდენტი აზერბაიჯანის რესპუბლიკას

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკას დამოუკიდებლობის 100 წლისთავს ულოცავს. ოფიციალურ საზეიმო ღონისძიებაზე, რომელიც სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოსა და აზერბაიჯანის კეთილმეზობლურ და მეგობრულ ურთიერთობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორი მეზობელი ქვეყნის განვითარების გზა ევროპისკენ მიდის.

“ჩვენი ურთიერთობა დაფუძნებულია საერთო მეგობრობაზე, საერთო ისტორიაზე, საერთო ინტერესებზე, მაგრამ, პირველ რიგში, ვიტყოდი, დაფუძნებულია სიყვარულზე და იმ ქართული წარმოშობის მოქალაქეებზე, რომლებიც ცხოვრობენ თქვენს ტერიტორიაზე და რომლებსაც მე ვესტუმრე ვიზიტის დროს. ჩვენი ურთიერთობა დაფუძნებულია იმ აზერბაიჯანელი წარმოშობის საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებიც ცხოვრობენ თქვენს ტერიტორიაზე და არიან ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი ქვეყნის“ – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე.

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს ეკონომიკაც აერთიანებს და ასევე, აერთიანებს საერთო ხედვა – გზა ევროპისკენ.

„ჩვენ გვაერთიანებს ეკონომიკა და კარგად ვიცით, რომ ჩვენ ვვითარდებით ერთად. ჩვენ ვართ ერთ გზაზე, შავი ზღვასა და კასპიის ზღვას შორის და ჩვენი გზა ევროპისკენ, როგორც ჩვენი გზა აღმოსავლეთისკენ, არის ერთი, საერთო გზა და ამ ამ გზაზე ჩვენი ქვეყნების დიდი განვითარება არის მოსალოდნელი“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები