რუსთაველზე აქციის მონაწილეები მსვლელობისთვის ემზადებიან

  ე. წ „რუსული კანონის“ წინააღმდეგ აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე იკრიბებიან.  ახალგაზრდები მსვლელობით  მშვიდობის ხიდთან გადაინაცვლებენ. როგორც ერთ-ერთმა ორგანიზატორმა განაცხადა, ლოზუნგი „არა რუსულ კანონს“ უნდა შეიცვალოს „არა რუსული რეჟიმით!“ „დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე აუცილებლად მივიჩნევთ შეიცვალოს, მათ შორის, ლოზუნგი და საერთოდ ბრძოლის წესიც, რადგან ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანაში აღარ ვართ და რეპრესიული მანქანის ამუშავება, მხოლოდ დროის საკითხია. ჩემი აზრით, უნდა შეიცვალოს ლოზუნგი და უნდა გახდეს არა “რუსულ კანონს”, არამედ „არა რუსულ რეჟიმს“, რადგან ჩვენ გვყავს რუსული მარიონეტული რეჟიმი და არა ხელისუფლება”- ამბობს აქციის ორგანიზატორი.