ჩვენს საყვარელ ნინის, გული ერთ-ერთ კლინიკაში გაუჩერდა

ჟურნალისტმა ნინი ჯაფარიძემ, დღეს, დილით სიცოცხლე შეწყვიტა. მას მშობიარობიდან 6 დღის შემდეგ გული გაუჩერდა. ნინიმ ბარბარე 21 მაისს გააჩინა და მას შემდეგ სიცოცხლეს ებრძოდა.

შემთხვევა თბილისში, ერთ-ერთ კლინიკაში მოხდა, სადაც ის სამშობიარო სახლიდან გადაიყვანეს. მშობიარობის შემდეგ გართულებული მდგომარეობის გამო ნინი ჯაფარიძე კლინიკაში რჩებოდა.

“მედიაცენტრი მთავარი” სამშობიარო სახლისგან, რომლის სახელსაც ამ ეტაპზე არ ვასახელებთ, ელოდება დამატებით ინფორმაციას.

ნინი, ჩვენი ყველას საყვარელი გოგო დღეს დილით წავიდა ამ ქვეყნიდან, მისი ახალი სიცოცხლე კი მის ნაცვლად გააგრძელებს სიცოცხლეს. პატარა ბარბარეს, ყველასთვის საყვარელი ნინი ზეციური სასუფევლიდან ყოველთვის დაიფარავს.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიყევით ბმულს:
https://mcm.ge/

მსგავსი თემები