„სეტყვის ტბა“ თბილისის ქუჩებში

  სეტყვა, ძლიერი წვიმა, ქარიშხალი – ამ წუთებში თბილისის ქუჩებში სერიოზული პრობლემები შეიქმნა. სეტყვამ და ძლიერმა წვიმამ დედაქალაქი  დააზარალა. აღნიშნული ფოტო გადაღებულია პეკინის გამზირზე, სადაც „სეტყვის ტბა“ დადგა, თბილისის მერია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. დატბორილია სანაპირო, განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა გლდანში, დაიტბორა მიწისქვეშა გადასასვლელები.