მოსწავლის ცხედარი გამოქვაბულში იპოვეს

დაახლოებით 30 წუთის უკან, ლაგოდეხში, ჩანჩქერში ჩავარდნილი გოგონას ცხედარი იპოვეს. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ მაჟორიტარმა დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა, გოგონას ცხედარი მდინარეს ჰქონდა წაღებული.

16 წლის მოზარდის ცხედარი, კლდის ქვეშ მყვინთავებმა აღმოაჩინეს.

უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა, როცა ექსკურსიაზე წასული სკოლის მოსწავლეები ნაკრძალში იმყოფებოდნენ. ერთ-ერთ მოსწავლეს ფეხი დაუსრიალდა და ჩანჩქერში გადავარდა.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, რამდენიმე ბავშვი ნინოსხევის ჩანჩქერის ქვევით ბანაობდა. ერთ-ერთი მათგანი კი ნაპირთან ახლოს მივიდა, საიდანაც წყალი სიღრმეში ვარდება. სწორედ აქ მას ფეხი დაუცდა და ჩანჩქერს გადაყვა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ემუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მსგავსი თემები