მაღაროელებთან შეთანხმება ვერ შედგა, მოთხოვნა შეიცვალა – გავიდეს კომპანია ჭიათურიდან

გაფიცულმა მაღაროელებმა და „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. მაღაროელებმა კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრა დატოვა და მოთხოვნაც შეცვალეს. მათი თქმით, არავის არაფერს ეხვეწებიან, კომპანიამ საერთოდ უნდა დატოვოს ჭიათურა და გავიდეს ქალაქიდან.

გაფიცვა და შიმშილობის აქცია გრძელდება. მაღაროელები აქციის შეწყვეტას არ აპირებენ, სანამ მათი ეს, უკანასკნელი მოთხოვნა არ შესრულდება.

„თუ ჩვენთან მოლაპარაკება უნდოდათ, ამისთვის მზად ვიყავით და ვეხვეწებოდით, რომ დაგველაპარაკებოდნენ და ჩვენი მოთხოვნებიც გაეთვალისწინებინათ. კომპანია ჩვენი მოთხოვნების გაზიარებაზე არ წამოვიდა, ვიშიმშილეთ, პირიც ამოიკერეს ბიჭებმა, მაგრამ, მაინც არაფერი, გვატყუებენ წლებია, არაფერი იცვლება, იცვლება მხოლოდ ხელმძღვანელობა. აწი, არაფრის მოსმენას არ ვაპირებთ, მოთხოვნა უცვლელია – დატოვონ ჩვენი ქალაქი და გავიდნენ ჭიათურიდან“, – აცხადებენ მაღაროელები.

მოლაპარაკების პროცესში, მათი ძირითადი მოთხოვა ხელფასების 50%-იანი ზრდა და სამუშაო პირობების გაუმჯობესება იყო.

მსგავსი თემები