რუსეთი ბათუმში – განათლების მინისტრს თანამდებობა დაატოვებინეს

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს, ბათუმში „პატარა რუსეთი“ გამოჩნდა. რუსული და „რუსეთი“-ს წარწერითა და ჩაცმულობით, სხვადასხვა ეროვნების მოქალაქეებმა გამოსვლა მოაწყვეს და საქართველოში 26 მაისი ასე აღნშნეს.

მსვლელობის მონაწილეებს შორის, ბუნებრივია, რუსეთის წარმომადგენლებიც იყვნენ, რომლებმაც, ბათუმის ცენტრალურ გამზირზე შეძახილით: „რასია“ ჩაიარეს.

მომხდართან დაკავშირებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრი ინგა შამილიშვილი თანამდებობიდან გადააყენა.

მინისტრის თანამდებობა მისივე განცხადებას შეეწირა. კერძოდ, როგორც აწ უკვე ყოფილმა მინისტრმა აღნიშნა, რუსული დროშების ფრიალი პოლიტიზირებული არ არის და ეს მხოლოდ კულტურული ღონისძიებაა.



მსგავსი თემები