საპატრიარქოს განცხადებით, აზერბაიჯანმა ხელშეკრულება და კანონი დაარღვია

ჩიჩხიტურის მინისტრის მიმდებარედ წარმოებული გზის გაყვანის სამუშაოებით, მეზობელმა ქვეყანამ, მთელი რიგი ხელშეკრულებები და კანონები დაარღვია – ასეთია საპატრიარქოს შეფასება დავით გარეჯის მიმდებარედ გზის მშენებლობასთან დაკავშირებით.

საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებმა საკუთარი თვალთ ნახეს, რას და როგორ აკეთებს აზერბაიჯანული მხარე დავით გარეჯის მონასტრის მიმდებარედ. დეკანოზი ანდრია, დავით გარეჯის მიმდებარედ არსებული ვითარების გასაცნობად, თანმხლებ პირებთან ერთად ჩავიდა. სასულიერო პირებს ადგილზე იმაზე რთული ვითარება დახვდათ, ვიდრე ინფორმაცია ჰქონდათ.

„კომისიის მიერ დადგენილი ეს ხაზები არ ემთხვევა იმ რუკას, რომელზეც შეთანხმებული იყო ეს ორი სახელმწიფო და გაცილებით აქეთ არის. ამ ეტაპისთვის, საზღვრის ეს მონაკვეთი შეუთანხმებელია. შეუთანხმებელ მონაკვეთში, რაიმე სამუშაოების შესრულება ისედაც დარღვევაა. ამიტომ, ჩვენ, ფაქტობრივად, ფაქტის წინაშე ვართ, როდესაც აზერბაიჯანის მხრიდან დარღვეულია მთელ რიგი ხელშეკრულებები და რიგი კანონები, რომელიც საზღვართან დაკავშირებით უნდა გათვალისწინებულიყო,“ – აცხადებს მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

დეკანოზის შეფასებით, საპატრიარქო მიმდინარე პროცესებს თვალს მიადევნებს და პარალელურად, ხელისუფლებასთან კონსულტაციებიც ექნება.

შეგახსენებთ, რომ დღეს 26 მაისს, სასულიერო პირთა ნაწილი და სამოქალაქო აქტივისტები, დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას დავით გარეჯის ტერიტორიაზე აპირებენ.



მსგავსი თემები