დავით გარეჯთან კლდის ნგრევა გრძელდება, ტექნიკა დაამატეს, აზერბაიჯანმა პირობა დაარღვია

დავით გარეჯთან დაკავშირებთ, ქართული-აზერბაიჯანული ურთიერთობა ისევ დაძაბულია. მიუხედავდა იმისა, რომ აზერბაიჯანულ მხარეს, დავით გარეჯას მიმდებარე ტერიტორიიდან მძიმე ტექნიკა უნდა გაეყვანა და სამუშაოები შეეწყვიტა, პირობა დარღვეულია.

„მედიაცენტრი მთავარი“ საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელს, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს ესაუბრა, რომელიც ამ წუთებში დავით გარეჯასკენ მიემგზავრება.

„გუშინ, მოლოდინი გაჩნდა, რომ აზერბაიჯანული მხარე, მიმდინარე სამუშაოებს შეწყვეტდა და ტექნიკას გაიყვანდნენ. დღეს დილიდან, პირიქით, მძიმე ტექნიკა დაამატეს და სამუშაოები გრძელდება. ახლა ვაპირებთ ჩასვლას, რომ ადგილზე ვნახოთ რაც ხდება“ – განუცხადა მამა ანდრიამ „მედიაცენტრ მთავარს“.

კითხვაზე, სამუშაოების შეწყვეტის მოლოდინი რამ გააჩინა, მამა ანდრიამ გვიპასუხა, რომ ეს მოლოდინი ორმხრივმა მოლაპარაკებამ გააჩინა.

„აზერბაიჯანულ მხარესთან დაწყებული მოლაპარაკების შემდეგ, შემატყობინეს, რომ შედგა შეთანხმება, რის მიხედვითაც, ჩიჩხიტურის მონასტრის მიმართულებით, გზის გაყვანის სამუშაოები შეწყდებოდა. ეს შეთანხმება მართლა შედგა და დაირღვა, თუ არც შემდგარა, არ ვიცი. მე მივდივარ ახლა, გზაში ვარ და ადგილზე გავარკვევ ყველაფერს“ – განუცხადა მამა ანდრიამ „მედიაცენტრ მთავარს“.

მისივე თქმით, მოლოდინი, რომელიც ქართულ-აზერბაიჯანული მოლაპარაკების შემდეგ გაჩნდა, არარეალური აღმოჩნდა. „ტექნიკა კი არ გაიყვანეს, პირიქით დაამატეს და კლდოვანი საფარის ნგრევა ისევ გრძელდება,“ – აღნიშნა მამა ანდრიამ „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას.



მსგავსი თემები