შესაძლოა, 14 მაისი უქმედ გამოცხადდეს მის აღსანიშნავად 300 000 ლარი დაიხარჯოს

  •  

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ნუკრი ქანთარია ითხოვს, 14 მაისს, თამარის ხსენების დღეს „სამშობლოს დღე“ უნდა ეწოდოს და ის უქმედ გამოცხადდეს.

კანონპროექტის მიხედვით, უქმე დღეების ჩამონათვალიდან ამოღებული იქნება „8 მარტი“ – ქალთა საერთაშორისო დღე და ამავე პუნქტს დაემატება 14 მაისი ,,სამშობლოს დღე“, რომელიც დასვენების დღედ გამოცხადდება.

კანონპროექტის თანახმად, უქმე დღე არ მოახდენს გავლენას დასაქმებულის ხელფასზე და შეძლებს უქმე დღით სარგებლობას, რომელიც იქნება ანაზღაურებადი.

კანონპროექტის მიხედვით, ამ დღის აღსანიშნავად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 300 000 ლარის დახარჯვა საკმარისი იქნება.

„თამარის ხსენების დღე – 14 მაისი, ეროვნულ დღესასწაულად, სამშობლოს დღედ უნდა გამოცხადდეს და მასშტაბურად აღინიშნოს ყველა დიდ ქალაქსა და მუნიციპალურ ცენტრში, აგრეთვე უცხო ქვეყნებში მოქმედ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში. ეს დღე მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვის იქნება, რაც თანამედროვე ქართული სახელმწიფოს გაძლიერების და შემდგომი გამარჯვებების საფუძველი გახდება,“ – ვკითხულობთ კანონპროექტში.

კანონპროეტის ინიციატორია პარლამენტის წევრი ნუკრი ქანთარია. კანონპროექტის ავტორები არიან ისტორიკოსები: რ. მეტრეველი, გ. ოთხმეზური, დ. მუსხელიშვილი, ჯ. სამუშია, ზ. აბაშიძე, ა. სონღულაშვილი, მ. პაპაშვილი, ე. გვენეტაძე, ი. კვესელავა.





მსგავსი თემები