ბაგა-ბაღებს საკვებით ახალი კომპანია მოამარაგებს

თბილისის საბავშვო  ბაგა-ბაღებს, მომავალი კვირიდან, საკვები პროდუქტებით კომპანია „მზიური“ მოამარაგებს.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თბილისის მერიიდან აცნობეს, კომპანიას 15 წლიანი სადისტრიბუციო გამოცდილება გააჩნია და ის თვეში 4500 სავაჭრო მომარაგებას ახდენს. “მზიური” ბაგა-ბაღებს 60 დასახელების საკვებ-პროდუქტს დროულად მიაწვდის და მათ ხარისხზე სრულ პასუხისმგებლობას აიღებს.

პირველ ეტაპზე, 27 მაისიდან, კომპანია „მზიური“ მხოლოდ ვაკისა და საბურთალოს რაიონებში მდებარე ბაღებს მოამარაგებს, ხოლო 30 მაისიდან უკვე სრულად დაფარავს 180-ვე საჯარო ბაღის კვებით მომარაგებას.

აღნიშნული კომპანია, ბაგა-ბაღებს 1 ივლისამდე მოამარაგებს. მომავალი სასწავლო წლიდან კი ტენდერი გამოცხადდება, რომელიც გამარჯვებულ კომპანიას შეარჩევს.

მსგავსი თემები