პრეზიდენტი პირობას იძლევა, რომ ევროპული კურსისთვის დამაზიანებელ კანონებს გააუქმებს

  რა წერია „ქართული ქარტიის” დოკუმენტში, რომელიც პრეზიდენტმა ოპოზიციას წარუდგინა?! დოკუმენტი 9 პუნქტისგან შედგება.  ქარტიის ხელმომწერები ვალდებულებას იღებენ, რომ ყველა იმ კანონს გააუქმებენ, რომელიც ქვეყნის ევროპულ კურსს აზიანებს.  ქვეყნის ევროპული კურსისთვის დამაზიანებელი კანონების გაუქმება დაუყოვნებლივ გავაუქმებთ ყველა კანონს, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ გზას და ევროპულ რეკომენდაციებს. კერძოდ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, ანუ რუსულ კანონს, ,,საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს, ე.წ. მოსმენების და ოფშორების კანონებს და სხვა. ასევე გავაუქმებთ 2024 წლის პროტესტში მონაწილე დემონსტრანტების მიმართ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებს და მიღებული იქნება ამინისტია. მართლმსაჯულების სისტემის გათავისუფლება და ნდობის აღდგენა; სასამართლოს გათავისუფლება; გავათავისუფლებთ კლანური მმართველობისგან მოსამართლეთა … ვრცლად პრეზიდენტი პირობას იძლევა, რომ ევროპული კურსისთვის დამაზიანებელ კანონებს გააუქმებს