ქვემო ქართლში 15-ზე მეტი სოფელი გარე სამყაროს არის მოწყვეტილი

  ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი დოხტურიშვილის ინფორმაციით, უხვი ნალექის შედეგად 15-ზე მეტი სოფელი არის გარე სამყაროს მოწყვეტილი. მისივე ინფორმაციით, ღამე დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია. „15-ზე მეტი სოფელი არის გარე სამყაროს მოწყვეტილი. ხიდებია ჩანგრეული, სამაშველო სამსახური მუშაობს 24 საათის განმავლობაში. ასევე, საჭირო გახდა დამატებითი ძალების მობილიზება სხვადასხვა რეგიონიდან. ძალიან აქტიურად არის ჩართული შინაგან საქმეთა სამინისტრო. პრევენციის მიზნით, ღამევე დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია იქ, სადაც დატბორვის არეალები იყო. ასევე, მოხდა მარნეულის მუნიციპალიტეტში 15-ზე მეტი ოჯახის გამოყვანა საცხოვრებელი სახლიდან. ამ წუთებში, პრევენციული ღონისძიებები მიმდინარეობს და ველოდებით წყლის ნაკადის შემცირებას, რის შემდეგადაც დავიწყებთ სამაშველო სამსახურთან ერთად იმ … ვრცლად ქვემო ქართლში 15-ზე მეტი სოფელი გარე სამყაროს არის მოწყვეტილი