„სიჩუმის გაკვეთილი“ სპორტის ნაცვლად – სამინისტრო ფაქტს არ ადასტურებს

თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, სპორტის მასწავლებელმა, ბავშვების გასაჩუმებლად უცნაური მეთოდი მოიგონა. მთელ კლასს, სპორტის გაკვეთილის ნაცვლად, “სიჩუმობანას” გაკვეთილს უტარებს, რა დროსაც მთელი კლასი დადუმებულია. „სიჩუმობანას გაკვეთილზე“ მთელი კლასი გაჩუმებულია, მასწავლებელი კი ისვენებს.

ეს უცნაურობა თბილისის N157- ე საჯარო სკოლაში ხდება. მის შესახებ „მედიაცენტრ მთავარს“ სკოლის ერთ-ერთი მოსწავლის მშობელმა უამბო.

აღნიშნული ინფორმაცია „მედიაცენტრ მთავარმა“ რამდენიმე დღის უკან გაავრცელა. პარალელურად, რეაგირებისთვის, ინფორმაცია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მივაწოდეთ. დაახლოებით ერთ კვირიანი ლოდინის შემდეგ, სამინისტროდან რომ არავინ გამოგვეხმაურა, ისევ დავუკავშირდით იმის გასარკვევად, მიიღო თუ არა შესაბამისი ზომები სამინისტრომ.

სამინისროში აცხადებენ, რომ ფაქტის შესახებ სკოლის დირექტორს ჰკითხეს და დაირექტორმა ეს ინფორმაცია უარყო. შესაბამისად, თუ სკოლის მოსწავლეთა მშობლებს რამე პრეტენზია აქვთ, ითხოვენ, სამინისტროს ოფიციალური წერილით მიმართონ, სადაც მათი გვარ-საელი იქნება იდენთიფიცირებული.

მედიაცენტრი მთავარი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პოზიციას უცვლელად გთავაზობთ:
„როგორც კი ეს ინფორმაცია თვენი მედია საშუალებით გავრცელდა, სკოლის დირექტორი საქმის კურსში ჩავაყენეთ. ძალიან უცნაურია, მშობელმა მედია საშუალებას რომ უთხრა, რადგან, როგორც წესი, მსგავს საკითხი უნდა უთხრას დირექტორს, რომელიც აყენებს სადისციპლინო საკითხს ამაზე. დირექტორმა გაიგო ჩვენგან და პირველი მოკვლევა რაც გააკეთა დირექტორმა, ბავშვები გამოკითხა. ოღონდ, ესე პირდაპირ არ გამოუკითხავს, შეფარვით იკითხა აბა რას აკეთებ? არც ერთმა მოსწავლემ დაადასტურა მსგავსი ფაქტი.

თუ რომელიმე მშობელს აქვს განცდა, რომ მსგავსი ფაქტები არსებობს, მაშინ უნდა მიმართოს დირექტორს ოფიციალურად. როდესაც დირექტორი შეკრებს საბჭოს წევრებს და ამის შემდეგ არ იქნება რეაგირება, მაშინ შეუძლია მომართოს სამინისტროს და აუდიტის სამსახურს გავუშვებთ. ესე ზეპირსიტყვიერად, ვიღაც მასწავლებელი ბავშვებს ჩაგრავს და არცერთი ბავშვი ამას არ ადასტურებს, სხვა მოკვლევას ჩვენ ვერ განვახორციელებთ. პირველადი მოკვლევის საფუძველზე, არც ერთმა მოსწავლემ, არც დილის ცვლის მასწავლებელმა და საღამოს მასწავლებელმა არ დაადასტურა ეს ფაქტი“ – განუცხადეს სამინისტროში „მედიაცენტრ მტავარს“.

“მთავარის” კითხვას, რომელი კლასის მოსწავლეები გამოიკითხნენ, შემდეგი პასუხი მივიღეთ: „კლასზე და კონკრეტულ დეტალებზე დაურეკეთ დირექტორს, ზუსტად ვინ გამოკითხა. მშობელმა ოფიციალურად მოგვმართოს, სახელი გვარიც გვითხრას, გვითხრას, რომ აი ასეთი რამ ხდება და ჩვენ გამოვიკვლევთ. პირველი რეაგირება როგორც კი გავრცელდა ეს ინფორმაცია, სხვათა შორის, მხოლოდ ერთი მედიასაშუალებით, იმ წუთში ჩავაყენეთ დირექტორი საქმის კურსში და დირექტორსაც გაუკვირდა და პირველად გაიგო ეს ამბავი. როდესაც სკოლაში ხდება მსგავსი ფაქტი, პირველ რიგში, დირექტორი უნდა ჩააყენო საქმის კურსში. არავის ინტერესში არ არის, არც განათლების სამინისტროს და არც დირექტორის, ბავშვის ჩაგვრა. და მასწავლებელს ხელს არავინ არ აფარებს. ეს ლოგიკურია და ამას ახსნა არ სჭირდება“.

მართალია, სამინისტროში გვირჩიეს, რომ დამატებითი ინფორმაციისთვის დირექტორისთვის დაგვერეკა, თუმცა, სკოლის დირექტორის საკონტაქტო ინფორმაციის მოცემაზე უარი გვითხრეს, რადგანაც ეს კონფიდენციალურია.

მსგავსი თემები